„დედის ოთახი“  თანამედროვე ქართული რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელზედაც მკითხველის მოთხოვნილება არა თუ არ კლებულობს, არამედ პირიქით: იზრდება.

1985 წელს ეს ნაწარმოები  გაგრძელებებით იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობში“  და ჟურნალის ყოველი ნომერი მაშინვე ქრებოდა. მას შემდეგ რომანი ექვსჯერ გამოსცეს სხვა და სხვა გამომცემლობებმა  დიდი ტირაჟით და წიგნი მაინც არ რჩება დიდხანს წიგნის მაღაზიების დახლებზე.

მარტოხელა დედისა და მისი სამი შვილის  ღრმა  ურთიერთობა ერთნაირად იზიდავს სრულიად განსხვავებულ მკითხველს, რადგან ალბათ ყველას სწყურია გაახსენონ, რომ ადამიანი დიდი საიდუმლოს  - სამყაროს ნაწილია. სამყაროს მთელი იდუმალება კი ყველაზე მეტად  დედის არსებაშია კონცენტრირებული. რომანის მთავარი პერსონაჟი - დედა მქარგავია და ნაწარმოების თხრობის მანერაც ნაქარგს წააგავს.  

დედას ეძებს და ნატრობს ყველა, მაშინაც, როცა ებრძვის მას, მაშინაც, როცა ის  გვერდითაა, მით უფრო მაშინ, როცა აღარ არის ამქვეყნად. დიდი დრამატულობით აღბეჭდილ რომანს ღია დასასრული აქვს: მთავარი პერსონაჟის - დედის (შესაბამისად: დიდი დედის - სამყაროს) გადარჩენა მის შვილებზეა დამოკიდებული.       

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "ალონი"
ავტორი ნაირა გელაშვილი
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 380
ფორმატი 23 სმ / 16 სმ
ISBN 978-9941-8-3245-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

დედის ოთახი

    კოდი: 712