• საკუთარი ნახატი

მას შემდეგ, რაც 1929 წელს ვირჯინია ვულფმა ქალებისთვის „საკუთარი ოთახის“ საჭიროების შესახებ დაწერა, საკუთარი სივრცისა და დროის ნაკლულობის პარადიგმა დღესაც კვლავ აქტუალური რჩება. გამომცემლობა მელანი წარმოგიდგენთ სინერგიულ ნამუშევარს, რომელიც დედებისა და შვილების, და ამავე დროს ორი მეგობრის შემოქმედებაცაა. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს ნამუშევრები, ხოლო გამომცემელმა ისინი ერთ კონცეფციაში მოქცევით დააკავშირა. ქრისტინე კაკაბაძისა და ნინო ძანძავას მიერ პანდემიის განმავლობაში შექმნილი ნახატები მოხდენილად აირეკლავს თანამედროვე მშობლობის და დედობის სირთულეებსა და შესაძლებლობებსაც.

„საკუთარი ნახატი“ წარმოადგენს უჩვეულო ექსპერიმენტს, როცა ტექსტი ხდება ილუსტრაციის კომენტარი და არა პირიქით. გამოცემა ნახატებით ყვება ერთი თაობის წარმომადგენელი ორი დედისა და მათი შვილების ყოველდღიურობას.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "მელანი"
ავტორი ქრისტინე კაკაბაძე, ნეო ბარისაშვილი და ნინო ძანძავა
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა, ილუსტრირებული
ილუსტრატორი ქრისტინე კაკაბაძე, ნეო ბარისაშვილი და ნინო ძანძავა
კონცეფციის ავტორი და შემდგენელი ნინო ლეჟავა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 136
ფორმატი 21 სმ / 13 სმ
ISBN 978-9941-8-3358-8

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

საკუთარი ნახატი

    კოდი: 709