ახალი სერიით ,,ქართული პუბლიცისტიკის კვალდაკვალ“, ,,სეზანი“ წარმოგიდგენთ პროფესორ მარინე ლომიძის წიგნს ,,ოთარ ჭილაძის ღრუბელი“, რომელიც 2014 წელს გამოცემული ოთარ ჭილაძის დიალოგების კრებულის „ღრუბელის“ (გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან 2008 წლის ჩათვლით) კვლევაა. სხვაგვარად, ინტერვიუებში ჩატეული ოთარ ჭილაძის პუბლიცისტიკის ,,გაშიფვრაა“.

ავტორი ინტერვიუს ჟანრის თავისებურებების გათვალისწინებით სთავაზობს მკითხველს დიალოგის მონაწილეთა საუბრის წარმართვის არსებით მხარეებს: ინტერვიუს ფორმის მნიშვნელობას საზოგადოების ინფორმირების, ფასეულობების დამკვიდრების პროცესში; ოთარ ჭილაძისთვის ჩვეული უნიკალური მხატვრული აზროვნებით გაჯერებულ პოზიციებს. ეს წიგნი მისთვისაა, ვისაც უყვარს ოთარ ჭილაძის პოეზია და პროზა და ვინც ნაკლებად იცნობს (ან არც იცნობს) მის პუბლიცისტურ ნააზრევს - სტუდენტებისთვის, ზოგადად პუბლიცისტიკით დაინტერესებულთათვის. გვჯერა, რომ ამ წიგნით თაყვანისმცემლები პუბლიცისტ ოთარ ჭილაძესაც შეიყვარებენ!

პროდუქტის დეტალები
ავტორი მარინე ლომიძე
კატეგორია ინტერვიუები; პუბლიცისტიკა
დიზაინერი პაატა ნაცვლიშვილი
ფოტოების ავტორები გურამ თიკანაძე
რედაქტორი ელზა ნაბახტეველი
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 176
ფორმატი 20 სმ / 12.5 სმ
ISBN 978-9941-8-2219-3

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ოთარ ჭილაძის ღრუბელი

    კოდი: 701