ფრაგმენტები კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის წინასიტყვაობიდან

"მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ეს ნაშრომი - "არსებობა, როგორც თანაზიარება", სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად.

ამ შესანიშნავი წიგნის ნებისმიერი გვერდი საკუთარ შეხედულებათა გადახედვას გვაიძულებს, გონებით კი ქრისტიანული რწმენის უმნიშვნელოვანეს, სიღრმისეულ ასპექტებს ვუბრუნდებით, კონცეპტუალურ-პრაქტიკულ სქემას, მოხაზულს როგორც წმინდა წერილში, ასევე ბრძენ მამებთან, მათ შორის, მეუდაბნოებთანაც, მათი ღვაწლისა თუ მსახურების ამსახველ მოძღვრებებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსია როგორც კლასიკურ ქრისტოლოგიურ გამონათქვამებში გაცხადებულ შინაარსზე, ასევე მონაკვეთი სულიწმიდის თაობაზე, თუმცა უხვად გვხვდება სიკვდილისა და სექსუალობის, ინდივიდუალიზმისა და პოსტმოდერნიზმის, ლოცვისა და ეკოლოგიის საკითხების წვდომის მაგალითებიც...

ეს უდავოდ უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომელიც გაცილებით მეტ კამათსაც გამოიწვევს და უფრო ხშირადაც იქნება ციტირებული, ვიდრე ავტორის ადრეული შრომები. გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ეს დიდებული წიგნი გვაბრუნებს ფუნდამენტურ ქრისტიანულ ჭეშმარიტებასთან, რომ ღმერთთან ურთიერთობის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, რამეთუ თავად ღმერთის მარადიულობაც მამა ღმერთის თავისუფალი სიყვარულით შობილ ურთიერთობებში და მხოლოდ მათ წიაღში არსებობს, საიდანაც გამოვალს მარადიული ძე, რომლშიც და რომლისთვისაც სულიწმიდის მადლით ყოველივე არსებობს ღმერთთან მაქსიმალურად სრულყოფილ კავშირში."

როუენ კენტერბერიელი, ლამბეთის სასახლე, 2006 წლის ივლისი

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
ავტორი იოანე ზიზიულასი
მთარგმნელი თამარ გოგუაძე, ზურაბ ჯაში
რედაქტორი მარიკა ერქომაიშვილი
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 380
ფორმატი 22 სმ / 15.5 სმ
ISBN 978-9941-8-3105-8

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

თანაზიარება და სხვადყოფნა - შემდგომი ნარკვევები პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ

    კოდი: 700