“სეზანი” წარმოგიდგენთ თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სერიას - “დაიბადა საქართველოში”. ეს სერია აერთიანებს ორ წიგნს, ორ პროზაულ კრებულს, რომლის ავტორებიც ქართველი ემიგრანტები არიან. ისინი საქართველოში დაიბადნენ, ისწავლეს, გახდნენ პროფესიონალები და სამშობლოდან წავიდნენ. სერიოზული მიზეზი ჰქონდათ. პეპი ბოჭორიშვილს პირდაპირ უთხრეს ექიმებმა, რომ ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, შვილი არ გეყოლებაო; ლევან მუსხელიშვილის ვაჟი კი განუკითხაობის წლებს შეეწირა, მეორე ვაჟიც ჰყავდა და იფიქრა, ის მაინც გავარიდო ქუჩასო, ამიტომ 1993 წელს წაიყვანა ოჯახი და წავიდა ამერიკაში, არკანზასის შტატში, ტოქსიკოლოგიურ კვლევათა ეროვნულ ცენტრში, სადაც ელოდნენ როგორც მეცნიერს და სპეციალისტს. მათ თავი ცხრა მთას იქითაც გამოიჩინეს. დღეს პეპი, წარსულში ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ახალი სამწერლობო სტილის - სტენოგრაფიული რომანის ფუძემდებლად ითვლება და თავის შვილთან, ჯორჟიკიასთან ერთად ცხოვრობს მეუღლის სამშობლოში, კანადაში. 

„სტენოგრაფიულ რომანებში“ მწერლის სამი რომანია დაბეჭდილი: „ჩემი ბებრუცუნები“; „მამაჩემის თავი“ და „ჯადოსნური მალამო“. ლევან მუსხელიშვილი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 27 წელიწადია ცხოვრობს და მუშაობს არკანზასში, ამერიკაში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მოთხრობების წერა 2015 წელს დაიწყო, 2018 წელს კი გახდა ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში „პროზაული კრებული“. 

მათი ტექსტები ჩვენს სამშობლოსაც სხვა თვალით დაგვანახებს და ახალ ჰორიზონტებსაც გადაგვიშლის. სასიხარულოა, რომ ორივენი ქართულ სააზროვნო სივრცეში რჩებიან.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
ავტორი ელენე პეპი ბოჭორიშვილი / ლევან მუსხელიშვილი
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2016 / 2018
გარეკანი მაგარი / რბილი
გვერდების რაოდენობა 224 / 108
ფორმატი 21 სმ / 12.5 სმ | 19.5 სმ / 13.5 სმ
ISBN 978-9941-0-8726-4 / 978-9941-8-0709-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სერია "დაიბადა საქართველოში"

    კოდი: 663