წიგნის ავტორი, თორნიკე ბერიშვილი, ექვსი წელი ცხოვრობდა აფრიკაში, ფრიტაუნში და მისი აფრიკული ჩანაწერები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა გაზეთ “24 საათში”, “ლიტერატურულ პალიტრაში”, ჟურნალ “ფანტასტში”.


როგორც მწერალი ირაკლი ლომოური წიგნის შესავალში აღნიშნავს, “… ეს საოცრად გულწრფელი ჩანაწერებია, - საოცრად ცოცხალი, ღრმა და მგრძნობიარე. თანაც გასაოცარი იუმორით დაწერილი.”

აქ წაიკითხავთ განუმეორებელ ამბებს აფრიკელებზე, რომლებიც ძალიან გგვანან ჩვენ, ქართველებს. “ჩამოვედი თუ არა, ვერაფრით მოვიშორე განცდა, რომ ბევრი რამ ნაცნობია და ძალაუნებურად ვადარებდი ქართველებს… ძალიან ვგავართ - ყალთაბანდობით, აფერისტობით, გაუნათლებლობით, უპასუხისმგებლობით, დროის შეგრძნებით, კორუმპირებულობით… სხვაობა კი - ჩვენი აფრიკელი ძმები გაბოროტებულები არ არიან (რუსები არა ჰყავთ მეზობლად), ცხოვრება უხარიათ, სულ სიცილ-კისკისით გატყუებენ, აგრესიულად არ იქცევიან და ერთმანეთს არ უბღვერენ. არც ჩვენი ამპარტავნობა აქვთ და კუდის ჩამოსადები ყავარიც ვერ უშოვიათ” - წერს ავტორი.  


ირაკლი ლომოური: “ეს ისეთი წიგნია, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, სკოლაში შევიტანდი და ბავშვებს წავაკითხებდი - დიდი მწერლის, ცხონებული ნუგზარ შატაიძის მოგზაურული, დოკუმენტური მოთხრობის მსგავსად: “ევროპაში რა მინდოდა…” 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ნეკერი
ავტორი თორნიკე ბერიშვილი
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა, ჩანაწერების კრებული
მხატვარ-დიზაინერი ირაკლი მირზაშვილი
რედაქტორი თამთა ბერიშვილი
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 348
ფორმატი 20.5 სმ / 14.5 სმ
ISBN 978-9941-479-76-2

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

აფროქართველის ჩანაწერები

    კოდი: 648