2021 მიხეილ თუმანიშვილის საიუბილეო წელია. დაბადებიდან 100 წელი.
უილიამ შექსპირის ბოლო და ყველაზე მისტიური პიესა „ქარიშხალი“ (ადამიანური ვნებებისა და მიტევების აპოთეოზი), რომლის დადგმა მიხეილ თუმანიშვილმა ვერ მოასწრო, მას ეძღვნება. ეს პირველი წიგნია ტრილოგიიდან. პროექტისთვის ავირჩიეთ სამი პიესა - კომედია, ტრაგედია და ქრონიკა, რომელიც ბატონი მიშას ცხოვრებასა და მოღვაწეობას სიმბოლურად ეხმიანება.
მანანა ანთაძის პოეტური თარგმანი პარალელურად მიყვება პირველი ფოლიოს ინგლისურ ტექსტს და გაფორმებულია ახალგაზრდა ილუსტრატორის, ელენეს ნამუშევრებით. წიგნში ნახავთ მანანა გელაშვილის და დავით ანდრიაძის შეფასებას თარგმანის და მხატვრის დებიუტის თაობაზე. ბესიკ დანელიას დახვეწილი დიზაინით, „დემაქს ჯგუფის“ ფინანსური დახმარებით, „სეზანმა“ უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდა ფოლიანტი, რომელიც მთელ შემოქმედებით ჯგუფს (პროექტის ავტორია თამარ ციციშვილი) გვსურდა ყოფილიყო ღირსეული და საკადრისი მიძღვნა უკვე ქართული კულტურის ისტორიის საკუთრებად ქცეული, უდიდესი რეჟისორის, თეატრის რეფორმატორის, თეორეტიკოსისა და უბადლო პედაგოგის ხსოვნისადმი.
შევეცადეთ წიგნის იერსახეშიც აღბეჭდილიყო ის განსაკუთრებული დახვეწილობა და სინატიფე, რაც მიხეილ თუმანიშვილის მთელ შემოქმედებას და ცხოვრებას გასდევდა.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
ავტორი უილიამ შექსპირი
მთარგმნელი მანანა ანთაძე
კატეგორია ილუსტრირებული პიესა
დიზაინერი ბესიკ დანელია
ენა ქართულ/ინგლისური
გარეკანი მაგარი
გვერდების რაოდენობა 248
ფორმატი 28.5 / 24
ISBN 978-9941-8-2389-3

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ქარიშხალი

    კოდი: 496