ლევან მუსხელიშვილი ახლა 70 წლის არის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 27 წელიწადია ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში, არკანზასში, ამერიკაში გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მოთხრობების წერა 2015 წელს დაიწყო, 2018 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში „პროზაული კრებული“. მისი მოთხრობის სიუჟეტები სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება, მისი გმირებიც, შესაბამისად, მიმოფანტული არიან დროსა და სივრცეში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი მიზნად ისახავდა, რომ მათი ნამდვილი მოქმედების ადგილი გმირების შინაგანი სამყარო ყოფილიყო; სამყარო, რომელსაც მათი სული და გონება ქმნიან. და ეს მას გამოუვიდა.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
ავტორი ლევან მუსხელიშვილი
კატეგორია მწერლობა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2018
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 108
ფორმატი 19.5 სმ / 13.5 სმ
ISBN 978-9941-8-0709-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სიზმარი

    კოდი: 109