ივლიტა შავერდაშვილი სახალხო მთქმელი იყო, რომელმაც არაერთი ნამდვილი პოეტური მარგალიტი დაგვიტოვა; ივლიტა შავერდაშვილმა თავის სიცოცხლეს „ლექსად მოსული სიცოცხლე“ უწოდა და ამით ის არშინი დაგვიტოვა, რომლითაც უნდა გავზომოთ მისი მარტოობა, სიკერპე, სიყვარული; მისი დიალოგები მრავალშვილიან სანათასთან, დანტესთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან, დავითთან თუ თამართან.
ივლიტა შავერდაშვილს სჯეროდა: „მე როცა წავალ, მერე მიცნობს მე ერი ჩემი“; მას სჯეროდა თავისი ერის უკვდავების.
ივლიტა შავერდაშვილის ანდერძი: „მკვდარი მაცოცხლეთ, შვილებო, ცოცხალმ ვერ გავიხარეო“, „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფისთვის იმ მოწოდებად იქცა, რომელმაც მოსვენება დაგვაკარგვინა, ვიდრე თავს მოვუყრიდით მის მემკვიდრეობას.
პროდუქტის დეტალები | |
გამომცემლობა | "სეზანი" |
ავტორი | ივლიტა შავერდაშვილი |
კატეგორია | ხალხური პოეზია |
ენა | ქართული |
გამოშვების წელი | 2017 |
გარეკანი | რბილი |
გვერდების რაოდენობა | 192 |
ფორმატი | 24.5 სმ / 21.5 სმ |
ISBN | 978-9941-27-076-5 |
ლექსად მოსული სიცოცხლე
-
კოდი: 107
-
₾9.00