წიგნზე მუშაობა ნანა ჯანელიძემ და ნინო ნატროშვილმა 1994 წელს დაიწყეს, თენგიზ აბულაძის გარდაცვალების შემდეგ. მიზეზი მარტივი იყო: აღმოჩნდა, რომ ფილმების გარდა, მისი პიროვნება არსად იყო აღბეჭდილი, არც ფირზე, არც ინტერვიუებში, არც პირად არქივში, არც ჩანაწერებში. ამიტომ გადაწყდა, რომ მისი ანარეკლები მოეძებნათ მათში, ვისთანაც მეგობრობდა და მუშაობდა. სხვების თვალით დანახული თენგიზ აბულაძე დიდ მუხტს შეიცავდა, ამ მოგონებებით კი ქართული კინოს ისტორია დაიხატა, "მაგდანას ლურჯადან" - "მონანიებამდე" პერიოდი, რომელსაც "ოქროს ხანას" უწოდებენ;
მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე გამოცემა დაიბეჭდა, წიგნი პირველად არის ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის და იყიდება წიგნის მაღაზიებში;
ფასი: 30 ლარი
</div>
                                    <div class=

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

თენგიზ აბულაძე - ანარეკლები

    კოდი: 800