• რენუარის, სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები - ფრანგი მხატვრების კულინარიული ხელოვნება

წიგნი გვთავაზობს სამი ფრანგი მხატვრისანრი დე ტულუზ-ლოტრეკისპიერ ოგიუსტ რენუარის და პოლ სეზანის საოჯახოკულინარიული ჩანაწერებისრეცეპტების თარგმანს.


"ფრანგული წესით ცხოვრების ხელოვნება" - ეს ცნობილი გამოთქმა მრავალფეროვან შინაარსს ატარებს. ის მოიცავს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, კერძოდ - საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი ღირებულებებით ცხოვრების ფორმას. ცხოვრების ამ წესში ყოველთვის შერწყმული იყო სულიერი სიმდიდრე, მთელი თავისი წახნაგებით, სიცოცხლის ხალისთან, ზრდილობასთან, განათლებასთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრული თავშეყრის ტრადიციასთან, მათთვის გემრიელი კერძების რუდუნებით მომზადებასთან, პროდუქტების მონდომებით შერჩევასთან და სხვა მრავალ სიკეთესთან... ასეთი გასტრონომიული  და სოციალური წესით ცხოვრობდნენ ჩვენ მიერ შერჩეული მხატვრებიც. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის სუფრის არომატებსა და კერძებზეა საუბარი, დღესაც იმავე მასალით, იმავე პოპულარობით ამზადებენ ამ კულინარიულ "შედევრებს" თანამედროვე დიასახლისებიც და ცნობილი მზარეულებიც.


წიგნში 130- მდე რეცეპტიაროგორც საუზმეულისისე ძირითადი კერძებისა და დესერტების

სრულად ილუსტრირებულ ფერად წიგნში თავმოყრილია კერძების ფოტოები და ამ სამი გენიალური მხატვრის რეპროდუქციები.


რეცეპტების ათვისება და განხორციელება დაგაინტერესებთგაგახალისებთ და ახლობლებისთვის კარგი პურმარილის გაშლის 

სურვილსაც აღგიძრავთ.


პროექტის ავტორი და ფრანგულიდან მთარგმნელი: ლელა ჯაფარიძე

რედაქტორი: ელზა ნაბახტეველი

ფოტოგრაფი: ზაქარია ჭელიძე

დიზაინერი: მარიამ ზალდასტანიშვილი

კერძები მომზადდა ფრანგულ რესტორანში "ლე მარე"

გამოყენებულია რეპროდუქციები მეტროპოლიტენის მუზეუმის კოლექციებიდან (ნიუ-იორკი)

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

რენუარის, სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები - ფრანგი მხატვრების კულინარიული ხელოვნება

    კოდი: 790