• ქართულ - გერმანული დიალოგის "მწვანე ისტორია". იდეები და მოღვაწეები

წიგნი „გერმანულ ქართული დიალოგის მწვანე ისტორია: იდეები და მოღვაწეები“ მოგვითხრობს საქართველოში ბუნების შესწავლის, ტყე-პარკებისა და რეკრიაციული სივრცეების შექმნის ისტორიას. თქვენ გაეცნობით  ქართველ და გერმანელ სწავლულებს, ქალებს, ვინც საბუნებისმეტყველო  ცოდნის შექმნას, გავრცელებასა  და გამოყენებას შეუწყო ხელი.


წიგნს თან ახლავს საინფორმაციო ბარათების კრებული, რომელიც მკითხველს საქართველოში ბუნების მკვლევართა და მესაიდუმლეთა საქმიანობას და აზრებს გააცნობს. 


წიგნი მომზადდა და გამოიცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)   პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა  სამხრეთ კავკასიაში“ (IBIS) ფინანსური მხარდაჭერით. (პროექტის ავტორი, პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი).



შინაარსი


ლელა გაფრინდაშვილი -  ქალის სივრცე და ქალების კულტურა


ლევან ბრეგაძე - საქართველოს ბუნება, ევროპელთა თვალი დანახული

 

ცისანა გოდერძიშვილი, ლიანა ოსიშვილი   -  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და იქ მოღვაწე გერმანელი სწავლულები


ნონა კუპრეიშვილი - საბაღო-სამეურნეო კულტურა და მისი ქომაგებისაქართველოში

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე


მელანო გოგოლაძე - ქართველი განმანათლებლის, ილია ალხაზიშვილის წვლილი საქართველოს ბუნების შესწავლის და ბუნების შესახებ განათლების გავრცელების საქმეში


ნინო სატკოევა - თბილისის თვითმმართველობის მწვანე პოლიტიკა 1875–1917 წლებში

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის (WIE)
ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
დიზაინერი გიორგი არაბული
რედაქტორი ელზა ნაბახტეველი
გამოშვების წელი 2021
გვერდების რაოდენობა 166
ფორმატი 28X15
ISBN 978-9941-8-3584-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ქართულ - გერმანული დიალოგის "მწვანე ისტორია". იდეები და მოღვაწეები

    კოდი: 730