„წერილები საქართველოზე” არის ისტორიკოს, ეთნოგრაფ და პოლიტიკოს ტიტე მარგველაშვილის (1891-1946 წწ.) სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების კრებული საზოგადოებრივ, ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე.

ამ წერილებს, ავტორი, ჯერ საქართველოში (1914-1921 წწ.) აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში, შემდეგ კი ემიგრაციაში (1921-1945 წწ), გერმანიასა და საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში.

1910–1914 წლებში ტიტე მარგველაშვილი სწავლობდა გერმანიაში. ჰალე-ვიტენბერგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში, სადაც მას 1914 წელს, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა საქართველოს. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ ქუთაისში, უპირატესად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანთა ჯგუფებთან და გამომცემლებთან. 1917 წელს, უშუალოდ იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე თავს ამ პარტიის ნაწილად მიიჩნევდა.

პროდუქტის დეტალები
პროექტის ავტორი ანა მარგველაშვილი
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილი
გამოშვების წელი 2021

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

წერილები საქართველოზე

    კოდი: 759