„სხვა მკვლევართა მსგავსად, გურამ ლებანიძეც ხაზს უსვამს იმას, რომ რილკეს ნაწარმოებთა, პირველ რიგში კი „ელეგიათა“ სამყარო ნიცშეს სამყაროცაა; რილკე, ისევე როგორც მისი თანამედროვე ავტორების უმრავლესობა, თავის შემოქმედებაში ასახავს ფრიდრიხ ნიცშესა და სხვა დასავლელ მოაზროვნეთა მიერ დანახულ იმ სულიერ კატასტროფას, რასაც ევროპული მსოფლმხედველობა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე აფიქსირებდა. „ღმერთი მოკვდა“, ქრისტიანული ზნეობრივ-კულტურული საყრდენი ადამიანს ფეხქვეშ გამოეცალა, კაცობრიობა სოციალური, პოლიტიკური, სულიერი ნგრევის ზღვარზე დგას, თუმცა ამას ნატიფი გუმანით ჯერაც მხოლოდ ცალკეული მოაზროვნენი შეიგრძნობენ. ამგვარ ვითარებაში „ელეგიათა“ ლირიკულ გმირს სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა სასოწარკვეთილი „ყვირილისა“ ზეადამიანური, ტრანსცენდენტური არსების - „ანგელოზისადმი“, რომელსაც უსასრულოდ უფრთხის და, ამავდროულად, იმედითაც შეჰყურებს, მას უჩვენებს თავის თითოეულ მწირ მონაპოვარსა თუ ქმნილებას, რაც კი, მისი აზრით, ღირსია მარადისობას შერჩეს და დროის დინებით არ წაილეკოს…“ — თამარ კოტრიკაძე.

პროდუქტის დეტალები
პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი გურამ ლებანიძე
რედაქტორი ლეილა სიხარულიძე
გამოშვების წელი 2019

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

გურამ ლებანიძე - რილკეს ელეგიები

    კოდი: 758