თქვენ წინაშეა თორმეტი განსაცვიფრებელი ბიოგრაფია: ცხოვრება იმ თორმეტი ადამიანისა, რომლებსაც „შემოქმედი ცათა და ქვეყნისა“, ისევე შეესიტყვა, როგორც თავის დროზე მოსესა და პავლეს, და დიდი სულიერი საქმის აღსრულება დაავალა.

მაგრამ ეს როდი ხდება ბიბლიურ წინასწარმეტყველთა ეპოქაში და ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როცა ღმერთის ემანაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ზეციურ არსებათა  სასწაულებრივი ჩარევა დედამიწის მკვიდრთა ცხოვრებაში ამ ცხოვრებას თან ახლდა.

ეს თორმეტი ადამიანი მე-19 და მე-20 საუკუნეების - ანუ ნიჰილიზმის ეპოქის შვილები არიან. ეს ჩვენი ეპოქაა: როცა თითქმის მთელი მსოფლიო მატერიალიზმმა დაიპყრო, საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებას, ტექნიკის გლობალურ აღზევებას თუ ეკლესიის სისუსტეს რომ მოჰყვა.

„ღმერთის გენერლებად“ წოდებული ეს ადამიანები არცერთ ეკლესიას არ ეკუთვნოდნენ. ისინი მარტო იდგნენ უხილავის წინაშე და მის ხმას ისმენდნენ. და მკერდზე მიკრული ბიბლიით მისდევდნენ ამ ხმას, რომელიც მათ მთელ ამერიკაში, ქალაქიდან ქალაქში, შტატიდან შტატში დაატარებდა, ან ავსტრალიასა თუ აფრიკაში ამწესებდა, სწორედ ისე, როგორც ეს ხდებოდა ორი ათასი წლის წინ, როცა პირველი მოციქულები თავიანთ ხიფათიან გზებზე მთლიანად სულიწმიდის მიერ იმართებოდნენ.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი რობერტს ლიარდონი
მთარგმნელი ნაირა გელაშვილი
რედაქტორი ლეილა სიხარულიძე
გამოშვების წელი 2019

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ღმერთის გენერლები

    კოდი: 757