გივი მარგველაშვილის ამ წიგნში „კოლხეთი“ მთელი უძველესი საქართველოს სიმბოლოა, ხოლო „კოლხოზი“ – მთელი საბჭოთა კავშირისა და მისი ნაწილის – საბჭოთა საქართველოსი.

ამ ტექსტს ჰყავს ისეთი არსებები, რომლებიც გადაწყვეტენ: მედეა თან გააცოცხლონ, თან გაამხიარულონ და თან დაარწმუნონ, რომ ისტორიულად მას არ მოუკლავს თავისი შვილები, ისინი ბერძნებმა დახოცეს და დედას – უცხო ტომის ქალს – დააბრალეს. ვინ შეიძლება იყვნენ ეს არსებები, რომლებიც ქვაში სამუდამოდ გაჩერებულ მწუხარებას უმხედრდებიან? ესენი ორნი არიან: ერთი რეალური ადამიანია – ამ ავტოგრაფიული ტექსტის ავტორი – ვაკუში, მეორე კი — ირეალური: მისი ტექსტური ორეული – პერსონაჟი ვაკუში. ესე იგი, ვაკუში N1 და ვაკუში N2...

და ჩვენ დავინახავთ, როგორ აცეკვდება მედეა თავის კვარცხლბეკზე...

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი გივი მარგველაშვილი
მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე
რედაქტორი ნაირა გელაშვილის
გამოშვების წელი 2021

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

გივი მარგველაშვილი - კოლხი მედეა კოლხოზში

    კოდი: 752