მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი – მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, ოცდაათ წელზე მეტი მეთაურობდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას დიდ ბრიტანეთში. მისი, როგორც ქადაგისა და ღვთისმსახურის, მოღვაწეობა ფართოდ იყო ცნობილი დასავლეთ ევროპაში, ამერიკასა და ასევე, საბჭოთა რუსეთშიც. მეუფე ანტონის ქადაგებები მრავალი წლის მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა და მრავლდებოდა მაგნიტოფონის ფირებზე ჩაწერილი თუ საბეჭდი მანქანებით ურიცხვჯერ გადაბეჭდილი.

წინამდებარე დიალოგი მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელსა და ბი-ბი-სი-ს რუსული განყოფილების თანამშრომელ ანატოლ გოლდბერგს შორის შესულია კრებულში „საუბრები რწმენასა და ეკლესიაზე“, რომელიც მომზადდა „რელიგიის შემსწავლელი ცენტრის“ მიერ და 1991 წელს გამოვიდა მოსკოვში. კრებულში შესულია მეუფე ანტონის სტატიები, ზეპირი გამოსვლები და ქადაგებები, რომლებიც აღბეჭდილი იყო ფონოგრამებზე, რადგან იგი არასდროს სარგებლობდა წინასწარ დაწერილი ტექსტით. მისი შემოქმედება არ წარ მოადგენს აკადემიურ შრომების კრებულს, იგი მუდამ ცოცხალ სიტყვად იღვრებოდა და ცოცხალი ადამიანების გულებისაკენ მიემართებოდა. 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი ანტონ სუროჟელი
მთარგმნელი ნაირა გელაშვილი
მხატვარ-დიზაინერი გიორგი წერეთელი
რედაქტორი ლეილა სიხარულიძე

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

საუბრები ღმერთსა და ადამიანზე

    კოდი: 751