ბრუნო ტრავენი  — მწერალი, რომლის ნამდვილი ვინაობა დღემდე ამოუცნობი და დიდი პოლემიკის საგანია. ასეთი, ფსევდონიმს ამოფარებული აღიარებული მწერალი, რომლის ვინაობის დადგენაც დღემდე ვერ ხერხდება, თითზე ჩამოსათვლელია.

ბ. ტრავენის ბევრი ნაწარმოები ეძღვნება მექსიკას და მექსიკელი ინდიელების ცხოვრებას: „სიერა მადრეს საგანძური" (Der Schatz der Sierra Madre), „ჩამოხრჩობილთა ამბოხი" (Die - Rebelion - der Gehängten), „გენერალი გამოდის ჯუნგლებიდან" (Ein General kommt aus dem Dschungel) და სხვა.

მექსიკური რომანების ციკლიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რომანი „თეთრი ვარდი" (Die weiße Rose). რომანში აღწერილია როგორ იბრძვის ამერიკული დიდი, ტრანსნაციონალური ნავთობკომპანია მექსიკური რანჩოს ხელში ჩასაგდებად, რასაც წინ აღუდგება ჰასიენდას მეპატრონე ინდიელი ჰაცინტო ხუანესი. ბ. ტრავენი მაღალმხატვრულად აღწერს მექსიკელი პეონების ცხოვრებას, რომელთაც არ გაუწყვეტიათ კავშირი სამყაროს მითოსურ და ესთეტიკურ აღქმასთან.

პროდუქტის დეტალები
პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი ბრუნო ტრავენი
მთარგმნელი მიხეილ ბეროშვილი
მხატვარ-დიზაინერი გიორგი წერეთელი
რედაქტორი ლაშა დადიანი
გამოშვების წელი 2016

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ბრუნო ტრავერი - თეთრი ვარდი

    კოდი: 750