• ევროპელი ქალების საქართველო 1823-1923

წიგნი "ევროპელი ქალების საქართველო" გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მხარდაჭერით. პროექტის ავტორი და წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, ლელა გაფრინდაშვილი  ასე წარგვიდგენს 7 ევროპელი ქალის ნააზრევს: 

მოგზაური ქალების სამყარო ქალთა კულტურის ერთ-ერთი ნაწილია, მისი ყველაზე მრავალფეროვანი და მოულოდნელი შენაკადია.  იგი გვიჩვენებს, თუ როგორ დაუსხლტდნენ ქალები შინაურ ყოფას და როგორ დაეწაფნენ ახალი ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციის, თავგადასავლის, სიყვარულის და შემოქმედების სივრცეებს.

ევროპელმა ქალებმა, როგორც ინტელექტუალმა პილიგრიმებმა, გაიტანეს ქართული კულტურა თავიანთ ქვეყნებში და ბიძგი მისცეს ქართველი ქალების სულიერი და გონებრივი ემანსიპაციის მიზანსწრაფვას. 

ჩვენი ქვეყნის სტუმართა ნააზრევი, უნიკალური წყაროა საქართველოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ყოფითი, ადათწესებივი, ეკოლოგიური თავისებრებების შესაფასებლად. 

უცხო თვალით დანახული, ქართული სინამდვილის ამსახველი ტექსტები არაჩვეულებრივად სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც ქალების კულტურას, ისტორიას იკვლევს, ვისაც საკითხების და პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივა აინტერესებს და არ არის შეზღუდული ვიწრო  და მშრალი ისტორიოგრაფიით. 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის (WIE)
ავტორი ლელა გაფრინდაშვილი
მთარგმნელი ლელა ფიროსმანაშვილი, ნინო მიქაშავიძე, ელენე მარგველაშვილი, თამარ ონოფრიენკო, ლია ვიტეკი, ლელა დუმბაძე, ნიკა გელოვანი
ყდის დიზაინი და დაკაბადონება გია არაბული, მაკა ცომაია
მხატვარ-დიზაინერი ლუიზა ლაფერაძე
რედაქტორი ელზა ნაბახტეველი, ნინო ბექიშვილი
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი მაგარი
გვერდების რაოდენობა 456
ფორმატი 24 X 17,50 სმ
ISBN 978-9941-8-2887-4

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ევროპელი ქალების საქართველო 1823-1923

    კოდი: 727