მანანა კობაიძე: "ეს ლექსები ავტორის უნებლიედ დაბადებული ლექსებია. თითქოს თვითონ ენამ ისურვა, რომ ლექსებად ქცეულიყო და ამ პოეტის გზით, ლექსად ნათქვამი მოსულიყო ჩვენთან. ეს პოეტია მარინა ბერიძე, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ენის სიღრმეებს და სივრცეებს დასტრიალებს თავს, იკვლევდა და დღესაც იკვლევს ენას. ცდილობს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამუდამოდ აღბეჭდოს ქართულ ენაზე მოსაუბრეთა ზეპირი ტექსტებისა და გამოცდილებების უსაზღვრო ზღვა. ქართული ენისთვის ზრუნვაში ატარებს ცხოვრებას, უკვე მისწვდა ამ ენის დიალექტებს მთელ საქართველოში და საქართველოს გარეთაც და სოლიდური გამოკვლევებიც დაწერა, მაგრამ ის თურმე მარტო ენის მკვლევარი არ არის. ის ამ ენის მადლის მოზიარე აღმოჩნდა.
ამ სამი თუ ხუთი წლის წინ, თავისი ცხოვრების 56-ე წელს, წამოეწია ნიჭი, რომელიც ალბათ ამდენ ხანს იცდიდა მასში. ნიჭი და მადლი, რომელიც იცდიდა და ბოლოს ლექსებად ამოიფრქვა." 

პროდუქტის დეტალები
ავტორი მარინა ბერიძე
მხატვარ-დიზაინერი დარიკო ბერიძე
რედაქტორი მანანა კობაიძე, ლია ბაკურაძე, დიანა ანფიმიადი
გამოშვების წელი 2020
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 592
ფორმატი 16.5 სმ / 11 სმ
ISBN 978-9941-25-812-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ძირნაყარი ლექსები

    კოდი: 681