• ცუდი დრო პოეზიისთვის

ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956) რჩეული ლექსების კრებულით XX საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ხელოვნების ფუნქციის ძირეულად გარდამქმნელი გერმანელი მწერალი და დრამატურგი ქართველ მკითხველს შედარებით სისტემური სახით პირველად წარუდგება, როგორც პოეტი. 

ბრეხტის სახელი რამდენადაც მჭიდროდ დაუკავშირდა გვიანსაბჭოთა ქართული თეატრის რამდენიმე ლეგენდარულ დადგმას, იმდენადვე მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი და უსაშველო მოცულობის პოეტური შემოქმედება შემოიფარგლა თითო-ოროლა ლექსის გადმოთარგმნით. 

შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა და, საერთოდაც, არალირიკულობა ახასიათებთ. 

ეს ლექსები შეიქმნა დროში, რომელიც – ბრეხტის მშრალი ფორმულირებით – „ცუდია პოეზიისათვის“.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "მელანი"
ავტორი ბერტოლტ ბრეხტი
მთარგმნელი ზვიად რატიანი
ილუსტრატორი გიორგი გაგოშიძე
დიზაინერი თორნიკე ლორთქიფანიძე
რედაქტორი ლუკა ნახუცრიშვილი და ნინო ლეჟავა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 109
ფორმატი 21 სმ / 13 სმ
ISBN ISBN: 978-9941-8-3357-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ცუდი დრო პოეზიისთვის

    კოდი: 710