გამომცემლობისგან


გერმანელი ექიმი, ნატურალისტი, მოგზაური და ალპინისტი ფრიდრიხ პაროტი (Johann Jacob Friedrich Wilhelm Parrot, 1791-1841) განსაკუთრებით ცნობილია სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციებით. 1811-1812 წლებში, ჯერ კიდევ დორპატის საიმპერატორო უნივერსიტეტის (დღეს ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი) სტუდენტმა, პირველად იმოგზაურა კავკასიაში მინერალოგ მორის ფონ ენგელჰარდტთან ერთად. მოგზაურობის მიზანი იყო შავი და კასპიის ზღვების დონეებს შორის განსხვავების გაზმოვა ბარომეტრით და, ასევე, მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარება. ამ კვლევის შედეგები პაროტმა გამოაქვეყნა წიგნში "მოგზაურობა ყირიმსა დ კავკასიაში" ("Reise in die Krim und den Kaukasus", 1815).

1814 წელს პაროტმა მედიცინის დოქტორის წოდება მოიპოვა დორპატის უნივერსიტეტში და მომდევნო წლებში ამავე უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველებისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. 1816 წელს იგი მიიღეს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიაში, 1831-34 წლებში კი დორპატის უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

1829 წელს რუსეთის მთავრობამ ფრიდრიხ პაროტი კავკასიაში გამოგზავნა საქართველოსა და სომხეთის საკვლევად. ეს იყო პირველი სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა არარატის მთაზე ასვლასა და სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო და მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარებას. 1829 წლის სექტემბერში ფრიდრიხ პაროტი თანმხლებ ჯგუფთან და, ასევე, ცნობილ სომეხ მწერალ ხაჩატურ აბოვიანთან ერთად არარატის მთაზე ავიდა. პაროტმა ამ მოგზაურობის შესახებ 1834 წელს ბერლინში გამოაქვეყნა ორტომეული ნაშრომი "მოგზაურობა არარატისკენ" (Reise zum Ararat"). ამ ნაშრომში დაცულია საინტერესო ცნობები და დაკვირვებები საქართველოს შესახებ, რომლებიც ავტორმა არარატის მთისკენ მოგზაურობისა და უკან დაბრუნების დროს ჩაიწერა. სწორედ ეს ნაწილები მივიჩნიეთ ყურადსაღებად და ვთარგმნეთ. პირველ და მეორე ნაწილებს შორის, ავტორისეულ ვერსიაში, მოთხრობილია სომხეთში მოგზაურობა და არარატის მთაზე ასვლა. ეს პირველი თარგმანია ქართულ ენაზე და ვიმედოვნებთ, რომ იგი დააინტერესებს მკითხველთა ფართო წრეს და მნიშვნელოვანი წყარო გახდება XIX საუკუნის საქართველოთი დაინტერესებულ ქართველ მკვლევართათვის.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ვაზი
ავტორი ფრიდრიხ პაროტი
მთარგმნელი თამარ რეკკ-კოტრიკაძე
დიზაინერი თეონა კერესელიძე, სანდრო ტოზაშვილი
რედაქტორი ანა ჭაბაშვილი
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 132
ფორმატი 20.8 სმ / 14.5 სმ
ISBN 978-9941-8-3027-3

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ფრიდრიხ პაროტის მოგზაურობა საქართველოში

    კოდი: 703