1890 წელს კავკასიაში იმოგზაურა ორმა იტალიელმა ბოტანიკოსმა - ემილ ლევიემ (1838-1912) და სტეფანო სომიემ (1848-1922). მოგზაურობის მიზანი კავკასიის ფლორის შესწავლა და ანთროპოლოგიური კვლევების ჩატარება იყო. ოთხთვიანი ექსპედიციის დროს ლევიემ და სომიემ მოიარეს აჭარა, იმერეთი, სვანეთი, კოდორის ხეობით გავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც საქართველოს სამხედრო გზის გავლით ჯერ ტფილისში, შემდეგ კი ბათუმში დაბრუნდნენ. ლევიეს მიერ ექსპედიციის დროს დაწერილი წერილები შვეიცარიულ

ლიტერატურულ კრებულში 1890-93 წლების მანძილზე ქვეყნდებოდა. ამ წერილებს ქართველი მკითხველიც მალევე გაეცნო: 1894 წელს ჟურნალმა "მოამბემ" ტექსტის ერთი ნაწილის ქართულ ენაზე თარგმანი შესთავაზა მკითხველს. წინამდებარე წიგნში სწორედ ეს თარგმანია გაცოცხლებული. მას წინ უძღვნის კვლევა, რომელიც მომზადდა ფლორენციის უნივერსიტეტის ბოტანიკის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით. წიგნი განკუთვნილია ისტორიით, ბოტანიკით, გეოგრაფიით დაინტერესებულ სპეციალისტთა და მკითხველთა ფართო წრისთვის.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "ალონი" / "ვაზი"
ავტორი ანა ჭეიშვილი, ანა მარგველაშვილი
კატეგორია არამხატვრული ლიტერატურა
ენა ქართული / ინგლისური
გამოშვების წელი 2020
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 156
ფორმატი 24 სმ / 17 სმ
ISBN 978-9941-8-2399-2

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში

    კოდი: 629