„ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“ ნაირა გელაშვილის მეექვსე საბავშვო წიგნია, რომელიც, როგორც მრავლისმეტყველი ქვესათაური გვაუწყებს,  განკუთვნილია „ბავშვებისათვის, მოზარდებისა და გაზრდილებისათვის“. 

გაიცნობთ  ანთინარს და ვეღარასდროს დაივიწყებთ, რადგან მასში ამოიცნობთ იმ იდუმალ ქალაქს, რომელზედაც ალბათ მუდამ ოცნებობდით. რადგან: აქ ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს ერთმანეთის ენა ესმით. ესენი ყველანი ქალაქ-სახელმწიფო ანთინარის მოქალაქეები არიან, არავინ არავის არ ჩაგრავს და ყველა ჩაბმულია საერთო პრობლემების მოგვარებაში.  პრობლემები კი მრავლადაა, რადგან  ქალაქ-სახელმწიფო ანთინარს ბევრი მტერი ჰყავს, რომლებსაც მისი გაქრობა სურთ მსოფლიოს რუკებიდან, ეს იმიტომ, რომ ქალაქ ანთინარში ბედნიერების საიდუმლო იციან.

თუ  ყურადღებით წაიკითხავთ წიგნს, თქვენც გაიგებთ ამ საიდუმლოს. 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "ალონი"
ავტორი ნაირა გელაშვილი
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 176
ფორმატი 24 სმ / 16.5 სმ
ISBN 978-99418-3246-8

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში

    კოდი: 711