სამტომეულში თავმოყრილია სერგო ზაქარიაძის ლიტერატურული მემკვიდრეობა - 1938–1971 წლებში დაწერილი დღიურები და ესსეები. გულწრფელი, თვითკრიტიკული, ობიექტური შეხედულებები შეულამაზებლად მოგვითხრობს ეპოქაზე, რომლის შესახებ ბევრი რამ არ გვცოდნია. კითხვისას თვალწინ გვიდგება კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ნატო ვაჩნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ბევრი დიდებული ადამიანი და უშანგი - სერგოს დიდი მასწავლებელი და მეგობარი, ზღაპრული უშანგი ჩხეიძე.
გვხიბლავს ემოციური თხრობა და, ამასთან, ღრმა, მიუკერძოებელი ანალიზი მოვლენებისა. ამგვარი გადმოცემის უნარი მხოლოდ საოცარი აზროვნების ადამიანებს შესწევთ. არტისტების მიერ არაერთხელ თქმულა, რომ ჩანაწერები მათ სამაგიდო წიგნად იქცა.
შესანიშნავი სახელმძღვანელოა ახალგაზრდებისათვის - შრომისა და პასუხისმგებლობის, სამშობლოს გაფრთხილების სახელმძღვანელო.


პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
კატეგორია ბიოგრაფიულ-მემუარული, მოგონებები
კონცეფციის ავტორი და შემდგენელი ნინო ზაქარიაძე
მხატვარ-დიზაინერი დავით ჯანიაშვილი
ენა ქართული
გამოშვების წელი 2020
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა I ტომი - 344 II ტომი - 296 III ტომი - 260
ფორმატი 23 სმ / 16 სმ
ISBN 978-9941-8-2052-6

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სერგო ზაქარიაძე - ჩანაწერები ჩემი ფიქრებისა

    კოდი: 90