ელენე პეპი ბოჭორიშვილი არის ქართველი, ცხოვრობს კანადაში და წერს რუსულად. „სტენოგრაფიული რომანები“ სეზანის სერიის: „დაიბადა საქართველოში“ მეორე წიგნია. მასში მწერლის სამი რომანია დაბეჭდილი: „ჩემი ბებრუცუნები“; „მამაჩემის თავი“ და „ჯადოსნური მალამო“. პეპის უნიკალური, თანამედროვე, უაღრესად ლაკონიური სტილით მოთხრობილი საქართველოს ამბები რუსულად იწერება და ითარგმნება. როგორც მწერალი ამბობს, იპოვა საქართველოში თავისი ნაწარმოებების გულთამხილველი მთარგმნელი - ელზა ნაბახტეველი. როგორც წიგნის რეცენზენტი ლევან ბერძენიშვილი წერს: „პეპი ბოჭორიშვილის პროზა ეს არის მატარებელი, მატარებელში ხდება ყველაფერი; „ცხოვრების ეტლის სადარებელი“ ეს მატარებელი პატარა სადგურიდან კანადაში მიდის, მისი მგზავრები ჩხუბობენ, რიგდებიან, ოცნებობენ და არავის ადარდებს, რომ ოკეანეზე ლიანდაგს ვერ დააგებ“. 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
ავტორი ელენე პეპი ბოჭორიშვილი
კატეგორია მწერლობა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2016
გარეკანი მაგარი
გვერდების რაოდენობა 224
ფორმატი 21 სმ / 12.5 სმ
ISBN 978-9941-0-8726-4

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სტენოგრაფიული რომანები

    კოდი: 108