ივლიტა შავერდაშვილი სახალხო მთქმელი იყო, რომელმაც არაერთი ნამდვილი პოეტური მარგალიტი დაგვიტოვა; ივლიტა შავერდაშვილმა თავის სიცოცხლეს „ლექსად მოსული სიცოცხლე“ უწოდა და ამით ის არშინი დაგვიტოვა, რომლითაც უნდა გავზომოთ მისი მარტოობა, სიკერპე, სიყვარული; მისი დიალოგები მრავალშვილიან სანათასთან, დანტესთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან, დავითთან თუ თამართან.

ივლიტა შავერდაშვილს სჯეროდა: „მე როცა წავალ, მერე მიცნობს მე ერი ჩემი“; მას სჯეროდა თავისი ერის უკვდავების.

ივლიტა შავერდაშვილის ანდერძი: „მკვდარი მაცოცხლეთ, შვილებო, ცოცხალმ ვერ გავიხარეო“, „სეზანის“ საგამომცემლო ჯგუფისთვის იმ მოწოდებად იქცა, რომელმაც მოსვენება დაგვაკარგვინა, ვიდრე თავს მოვუყრიდით მის მემკვიდრეობას.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზანი"
ავტორი ივლიტა შავერდაშვილი
კატეგორია ხალხური პოეზია
ენა ქართული
გამოშვების წელი 2017
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 192
ფორმატი 24.5 სმ / 21.5 სმ
ISBN 978-9941-27-076-5

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ლექსად მოსული სიცოცხლე

    კოდი: 107