ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და მწერალთა სახლის ორგანიზებით გამოიცა ირლანდიური პოეზიის ორენოვანი ანთოლოგია.
გამოცემა ეძღვნება საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია Literature Ireland და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
წიგნში შესულია ცამეტი ირლანდიელი პოეტის ლექსები: ლილანდ ბარდუელი, ფრანსის ჰარვი, მაიკლ დ. ჰიგინსი, ევა ბორკი, პადი ბუში, ჯერი მერფი, თიო დორგანი, პაულა მიჰანი, ჯონ ო’დონელი, ქათრინ ან ქოლენი, პატ ბორანი, დირან ნი გრიოფა, ჯესიკა ტრეინორი.
პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
დიზაინერი გეგა პაქსაშვილი
რედაქტორი ანთოლოგიის რედაქტორები: პატ ბორანი, შინეიდ მაკ ეი. ქართული თარგმანის რედაქტორი: შოთა იათაშვილი
ენა ქართულ - ინგლისური
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი. მასზე წარმოდგენილია ირლანდიური მაქმანის ნიმუში
გვერდების რაოდენობა 312
ფორმატი 20 X 13 სმ.
ISBN 978-9941-8-3836-1

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია - Anthology of Irish Poetry

    კოდი: 723