ავსტრიელი პროზაიკოსი და დრამატურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880- იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე  "იმპრესიონიზმად" მონათლული ლიტერატურული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა. ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელიც დიდად აფასებდა შნიცლერის უნარს, სეისმოგრაფივით აღენუსხა სულის ფაქიზი რხევები, მწერალს თავისი "ორეულიც" კი უწოდა. 

"კაზანობას დაბრუნებაში" შნიცლერი გასაოცარი ფსიქოლოგიური სიზუსტით გვიამბობს ერთ ხანმოკლე მონაკვეთზე იტალიელი მწერლისა და ავანტიურისტის, ჯაკომო კაზანოვას ცხოვრებიდან, როცა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მექალთანე, იმხანად 53 წლისა, სულიერი და ფიზიკური კრიზისის დაძლევას ცდილობს. 

პროდუქტის დეტალები
ილუსტრაციები და დიზაინი მარიამ ზალდასტანიშვილი
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
ავტორი არტურ შნიცლერი
მთარგმნელი დავით კაკაბაძე
რედაქტორი ცისანა ნიკოლაიშვილი
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი მაგარი
გვერდების რაოდენობა 124
ფორმატი 31 X 23 სმ
ISBN 978-9941-8-3691-6

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

არტურ შნიცლერი - კაზანვას დაბრუნება

    კოდი: 721