წიგნში ბერგმანი უბრუნდება იმ ავტობიოგრაფიულ თემებს, რის შესახებაც ის თავის პირველ რომანში, "საუკეთესო განზრახვებში" წერდა.
"გულახდილი საუბრები" არის წიგნი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე, სადაც ანა, ახალგაზრდა იმპულსური ქალი და მისი მეუღლე ჰენრიკი, მღვდელი, 1920- იანი წლების შვედეთში ცხოვრობენ. ანა ჰენრიკზე ნაჩქარევად დაოჯახდა, დედამისის ნების საწინააღმდეგოდ. ახლა კი ეს ქორწინება მას სულს უხუთავს და შედეგად, წამოიწყებს სასიყვარულო რომანს თომასთან, თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობაში ანა პოულობს ვნებებს, რაც ჰენრიკთან აკლია, სულ მალე მას დანაშაულის განცდა წამოეწევა და იწყებს აღსარებების ციკლს მისთვის ყველაზე ახლო ადამიანთან - ბავშვობისდროინდელ მოძღვართან, დედასთან, საუკეთესო მეგობართან და თავის მეუღლესთანაც კი. თითოეული ეს საუბარი, ცხადყოფს, თუ რამ უბიძგა ანას ღალატისკენ: უსიყვარულო ქორწინებამ, შენდობის წყურვილმა, რწმენაში დაეჭვებამ თუ რწმენის ქონის აუცილებლობამ. თუმცა, ყოველი მომდევნო აღსარებით ვხვდებით, რომ ანა ვერც ნუგეშს პოულობს და ვერც პატიებას.

ბერგმანისთვის დამახასიათებელი პოეტური სცენებით და დიალოგით, "გულახდილი საუბრები" იკვლევს ადამიანური ურთიერთობების კომპლექსურობას და სიყვარულის უნვერსალურ წყურვილს.
პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
ავტორი ინგმარ ბერგმანი
მთარგმნელი ნატო კვარაცხელია
კატეგორია კინემატოგრაფია
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 128
ფორმატი 12,50 x 20სმ
ISBN 978-9941-8-3982-5

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ინგმარ ბერგმანი - "გულახდილი საუბრები"

    კოდი: 720