წიგნში თავმოყრილი ინტერვიუები სხვადასხვა დროს იბეჭდება გაზეთ „24 საათსა“ და ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“.

 პირველი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან დღემდე თითქმის 20 წელია გასული და დღესაც ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორითაც პირველად გაცნობისას. კიდევ გავა 20 წელი და მათდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. მიზეზი მარტივია: ქართველი კომპოზიტორები, მწერლები, მსახიობები, პოეტები, მხატვრები, მთარგმნელები, დრამატურგები, რეჟისორები და ფოლკლორისტები უპრეცედენტო გულახდილობით ლაპარაკობენ თავიანთ ბავშვობაზე, სიყვარულზე, შემოქმედებით პრობლემებზე, კოლეგებზე...

 მაგრამ ეს წიგნი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც კულტურით და ხელოვნებით არის დაინტერესებული. ეს წიგნი ისტორიკოსებისა და სოციოლოგებისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან მისი გმირები ქმნიან ეპოქის უტყუარ, შეულამაზებელ სურათს.

 ამ წიგნით გაიგებთ, რას ფიქრობდა აკა მორჩილაძე, როცა ჯერ არ ჰქონდა დაწერილი „სანტა ესპერანსა“, „ძველი გულებისა და ხმლისა“, „Obole“ და სხვა; როგორ გაჩნდა გრაფი სეგედი ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაში; როგორ გახადა გია ყანჩელმა სიჩუმე ხელშესახები მუსიკალურ ნაწარმოებში.

 ეს გულახდილობა მთლიანად ქეთევან სადღობელაშვილის დამსახურებაა. ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რესპონდენტი დაიმეგობროს. ეს არ არის კითხვა-პასუხი, ეს ორი ადამიანის საუბარია მათთვის საინტერესო თემაზე და ისეა მოწოდებული, რომ ყველასთვის საინტერესო გახდეს. ამ მხრივ, ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მომავალი ჟურნალისტებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ინტერვიუ იმ წინადადებების ერთობლიობა ჰგონია, რომლებიც კითხვის ნიშნით მთავრდება.

 და კიდევ ერთი რამ - დასავლეთში საკუთარი თავის პატივისმცემელი პერიოდული გამოცემა დროდადრო უშვებს საკუთარი ჟურნალის ან გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების თემატურ კრებულებს. მსგავსი გამოცდილებით საქართველო ვერ დაიკვეხნის. დღეს, სამწუხაროდ, აღარც „24 საათი“ არსებობს და აღარც „ცხელი შოკოლადი“.

 საბედნიეროდ კი, ეს წიგნი იარსებებს.

 

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
ავტორი ქეთევან (ქეთო) სადღობელაშვილი
კატეგორია ინტერვიუები
დიზაინერი ბესიკ დანელია
ფოტოების ავტორები გოგიტა ბუხაიძე, ბესო გულაშვილი, დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე; ასევე, საოჯახო არქივებში დაცული ფოტოები
რედაქტორი ბიძინა მაყაშვილი, ელზა ნაბახტეველი
ენა ქართული
გამოშვების წელი 2021
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 448
ფორმატი 22 სმ / 15.5 სმ
ISBN 978-9941-8-3082-2

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

აქ, ამ სამყაროში - ინტერვიუები

    კოდი: 698