ჩემი წერილების ეს კრებლი 2014-2018 წლებში ჟურნალ "ლიბერალისთვის" იწერებოდა - სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არ აქვს ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შმემეცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი, ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენშ.

ბედნიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ჩანაწერი ვინმეს, ოდნავ მაინც დაეხმარება, მეტ სიმშვიდეს და სილაღეს მიანიჭებს მიზნის დასახვაში, მოქმედებაში, სიცოცხლის სიხარული აღქმაში. - ნათია ფანჯიკიძე

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი
ავტორი ნათია ფანჯიკიძე
კატეგორია სტატიების კრებული
ყდის დიზაინი და დაკაბადონება თაზო მეიფარიანი
რედაქტორი ელზა ნაბახტეველი
ენა ქართული
გარეკანი რბილი, გამოყენებულია თამუნა მელიქიშვილის ნახატი "სახე"
გვერდების რაოდენობა 176
ფორმატი 19.5 სმ / 12.5 სმ
ISBN 978-9941-8-2852-2

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შიშო, გამოდი გარეთ

    კოდი: 635