ილონ მასკის დედის, მეი მასკის ავტობიოგრაფიული წიგნი: "ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით აღსავსე ცხოვრებისთვის", ოც ქვეყანაში გამოიცა და ყველგან ბესტსელერების სიაში მოხვდა!

72 წლის მეი მასკი მსოფლიო მასშტაბის სუპერმოდელი, ლიცენზირებული დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი და სპიკერია. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში და მათ გარეკანებზე, როგორებიცაა: "Vanity Fair", "Vogue", "Cosmopolitan", "Marie Claire", "Allure" და "New York Magazine".

მეი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში იზრდებოდა, ახლა კი ლოს-ანჯელესში, თავის შვილებთან ახლოს ცხოვრობს. ის სამი წარმატებული შვილის დედა და უკვე თორმეტი შვილიშვილის ბებიაა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის.

აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი"
ავტორი მეი მასკი
მთარგმნელი გიორგი არონია
კატეგორია ბიოგრაფიულ-მემუარული, მოგონებები, სამოტივაციო
დიზაინერი ბესიკ დანელია; თაზო მეიფარიანი
რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, ლალი ქადაგიძე
ენა ქართული
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 280
ფორმატი 19.5 სმ / 12.5 სმ
ISBN 978-9941-8-2735-8

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ქალი ისახავს მიზანს

    კოდი: 619