„წერილები
საქართველოზე” არის ისტორიკოს, ეთნოგრაფ და პოლიტიკოს ტიტე მარგველაშვილის
(1891-1946 წწ.) სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების კრებული საზოგადოებრივ,
ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე.
ამ
წერილებს, ავტორი, ჯერ საქართველოში (1914-1921 წწ.) აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში,
შემდეგ კი ემიგრაციაში (1921-1945 წწ), გერმანიასა და საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში.
1910–1914
წლებში ტიტე მარგველაშვილი სწავლობდა გერმანიაში. ჰალე-ვიტენბერგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში,
სადაც მას 1914 წელს, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა
საქართველოს. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ ქუთაისში, უპირატესად თანამშრომლობდა
ეროვნულ-დემოკრატიული სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანთა ჯგუფებთან და გამომცემლებთან.
1917 წელს, უშუალოდ იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში.
იგი სიცოცხლის ბოლომდე თავს ამ პარტიის ნაწილად მიიჩნევდა.
პროდუქტის დეტალები | |
პროექტის ავტორი | ანა მარგველაშვილი |
გამომცემლობა | კავკასიური სახლი |
ავტორი | ტიტე (ტიტუს) მარგველაშვილი |
გამოშვების წელი | 2021 |
წერილები საქართველოზე
-
კოდი: 759
-
₾21.50