კავკასიური ეთნოგრაფია და ფოლკლორისტიკა ტრადიციულად გამოჰყოფდა და აღწერდა ქალთა და მამაკაცთა როლებსა და პრაქტიკებს, მაგრამ თავიანთ ანალიტიკურ არქიტექტონიკაში მეცნიერები თანამედროვე საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული დიქოტომიის სისტემას აქსიომის სახით იღებდნენ, სქესის საკითხები არ პრობლემიზირდებოდა, თუმცაღა შეისწავლებოდა. აღნიშნულ პერიოდში ტრადიციული კულტურის შედარებით ღრმა კვლევებშიც კი სქესთა სტატუსის, აგრეთვე, ქალთა და მამაკაცთა საქმიანობის თავისებურებებთან დაკავშირებული იერარქიის გამოვლენის ამოცანები არ დამდგარა.

ნუგზარ ანთელავას წიგნი სწორედ ამ სამეცნიერო პრაქტიკის შეზღუდვებს გადალახავს და კავკასიის ტრადიციულ საზოგადოებებში  ქალისა და მამაკაცის ადგილის კვლევასთან ერთად აანალიზებს მათი სოციალური როლების განმსაზღვრელ ფაქტორებს.

პროდუქტის დეტალები
პროექტის ავტორი ნაირა გელაშვილი
გამომცემლობა კავკასიური სახლი
ავტორი ნუგზარ ანთელავა
მხატვარ-დიზაინერი გიორგი წერეთელი
რედაქტორი ლეილა სიხარულიძე
გამოშვების წელი 2019

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ქალი და მამაკაცი კავკასიურ ტრადიციაში

    კოდი: 749