გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი (1927-2020წწ.) ავტორია თორმეტიოდე რომანის, რამდენიმე პიესის, მრავალი მოთხრობის, ლექსის და მინიატურის. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე. არის მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. „მე წიგნის გმირი ვარ. ჩემს წიგნში - მე მას ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ - ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა. იქ მატარებელივით მივიწევ წინ. ჩემი ცხოვრების ხაზი ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება. დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს, ჩემი დაბადების დღეა.“- მინიატურები სწორედ წიგნის გმირების შესახებ მოგვითხრობენ, სადაც ავტორი ცდილობს სასიკეთოდ შეცვალოს საბედისწერო სიუჟეტი და განწირული პერსონაჟები გადაარჩინოს.

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ალონი
ავტორი გივი მარგველაშვილი
კატეგორია მხატვრული ლიტერატურა
ენა ქართული
გამოშვების წელი 2018
გარეკანი რბილი
გვერდების რაოდენობა 112
ფორმატი 19.5 სმ / 13.5 სმ
ISBN 978-9941-27-939-3

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

მე წიგნის გმირი ვარ

    კოდი: 628