„ოდესღაც ერთი უცხოელი წერდა, საქართველოს ისტორია იმგვარია, რომ, თუკი შექსპირი ოდესმე გადაფურცლავდა იქაურ მატიანეებს, სიუჟეტების ძებნა და მათი მხატვრული გადააზრება აღარაფერში დასჭირდებოდა, რადგან ძველ საქართველოში ყველაფერი უმაღლესი ტრაგედიების გაქანებით ხდებოდა და თან არა წარმოსახვით, არამედ ნამდვილ სამყაროშიო. სწორედ ძველი საქართველოს გედის სიმღერის, მისი განცდების, სულის, ბედისა და უბედობის, მისი მახვილი გონებისა და დაუვიწყარი ხასიათების ამბავია ეს წიგნიც, რომელიც მეფე ერეკლე მეორის ცხოვრების შესახებ დაუწერია გერონტი ქიქოძეს, თავის მხრივ, განსაკუთრებულ ქართველს, ინტელექტუალსა და მოაზროვნეს.” - წერს აკა მორჩილაძე გერონტი ქიქოძის ისტორიული მონოგრაფიის „ერეკლე მეორე“ შესავალში, რომელიც მეფის დაბადებიდან 300 წლის აღსანიშნავად 2020 წელს გამოსცა გამომცემლობა ალონმა.

გერონტი ქიქოძე, წიგნს საბჭოთა დროს, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორებული, შინაგანი ემიგრაციის პერიოდში წერდა ; ისტორიული მონოგრაფია ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია ერეკლე მეორის შესახებ, ან ისევ აკა მორჩილაძეს თუ დავესესხებით „ეს საოცრად კულტურული, ჭკვიანი და აუცილებელი წიგნია. ისეთი წიგნია, რომ დაწერის დროიდან თითქმის ყოველ ათწლეულში გამოიცემოდა და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება"

პროდუქტის დეტალები
გამომცემლობა ალონი
ავტორი გერონტი ქიქოძე
კატეგორია ისტორიული მონოგრაფია
დიზაინერი მაგდა ცოცხალაშვილი
რედაქტორი ანა ჭაბაშვილი / ლეილა სიხარულიძე
ენა ქართული
გამოშვების წელი 2020
გვერდების რაოდენობა 176
ფორმატი 23 სმ / 16 სმ
ISBN 978-9941-8-2673-3

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ერეკლე მეორე

    კოდი: 625