ეგრეთ-წოდებული "სამედიცინო" ან "ქირურგიული ნიღბები და რესპირატორი N95 დამცველობის საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან, თუმცა მთელი დღე მათი ტარება, საჯარო სივრცეებსა და სამსახურებში, საკმაოდ მოუხერხებელია, სუნთქვა ჭირს და კანიც ჩახუთულია.

ამიტომ არსებობს ალტერნატივა: ნაჭრის, მრავალჯერადი ნიღბები, რომელთაც არანაკლებ ეფექტიანი დამცავი ფუნქცია აქვთ.

მოგეხსენებათ, კორონა ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. კვლევების მიხედვით კი, ბამბის, ნატურალური აბრეშუმისა ან შიფონის კომბინაცია, საკმაოდ ეფექტიანად ფინტრავს წვეთებს და იცავს ვირუსისგან. American Chemical Society-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევრები ხსნიან, რომ ბამბის ერთი ფენისა და შიფონის ორი ფენის შემთხვევაში, ნაწილაკების 80-99% გაიფილტრა. მსგავსი შედეგი შიფონისა და ნატურალური აბრეშუმის შერევითაც მიიღეს. ეს შედეგები N95 რესპირატორის ეფექტიანობასთან საკმაოდ ახლოსაა.

სწორედ ასეთი წესით არის დამზადებული ჩვენი ნაჭრის პირბადეებიც. ოთხშრიანი 100%-იანი ბამბის პირბადეები ვირუსისგანაც მაქსიმალურად გიცავთ და სუნთქვის საშუალებასაც გაძლევთ. მთელი დღე მოუხსნელად ტარეის შემთხვევაშიც კი არ იწვევს დისკომფორტს. ზამთრის ცივ დღეებში კი გათბობთ კიდეც.

ჩვენი პირბადეები შემოწმებულია დ სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

პროდუქტის დეტალები
შემადგენლობა 100%-იანი ბამბა / ოთხი შრე

შეაფასე პროდუქტი

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

ნაჭრის პირბადე - თეთრი (20 ცალი)

    კოდი: 658