ძვირფასო მომხმარებელო,
მადლობას გიხდით Miobius-ით სარგებლობისთვის. აღნიშნული მომსახურების პირობები (შემდგომში: "პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ Miobius-ით სარგებლობის პირობებს, მათ შორის miobius-ის ვებ-გვერდის მომსახურეობის პირობებს. (ერთობლივად მოხსენიებული როგორც: "სისტემა").
○ Miobius-ის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს და ადასტურებთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გამჟღავნება განხორციელდება Miobius-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
○ მომსახურება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები, ბლოკნოტები, რეპროდუქციები, აქსესუარები, საჩუქრები და სხვა სახის პროდუქცია და სადაც ,ადგილზე მიტანის მომსახურეობით, საშუალება გაქვთ აირჩიოთ სასურველი პროდუქცია და მიიღოთ ის.
1. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
1.1.იძენთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას ვებ-გვერდის მეშვეობით და თქვენს მიერ მითითებულ ადგილას იღებთ სასურველ შეკვეთას;
1.4.აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Elvis-ზე გამოქვეყენებულ ყველა ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე განსაკუთრებული საავტორო უფლებები ეკუთვნის შპს მიობიუსს. უფლებისმფლობელის წერილობით თანხმობის გარეშე არ მოახდენთ ფოტოგრაფიული ნაწარმოებების რეპროდუცირებას ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, გამრავლებას, გავრცელებას, საჯარო შესრულებას, საჯარო გადაცემას და სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც იწვევს ან შეიძლება იწვევდეს „საავტორო და მომიჯანავე უფლებების შესახებ“ კანონის დარღვევას.
2. ჩვენი სერვისებით სარგებლობა
2.1. მომსახურების გამოყენებისათვის განკუთვნილი მიზნებისათვის, Miobius განიჭებთ შეზღუდულ (არა ექსკლუზიურ) უფლებას, გამოიყენოთ სისტემა Miobius-ის პოლიტიკის და პირობების შესაბამისად. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ სერვისებთან წვდომა იქონიოთ მხოლოდ ე.წ. “ინტერფეისების” მეშვეობით, რასაც უზრუნველყოფს Miobius.
2.2. სერვისების გამოყენებისთვის საჭიროა მომხმარებლის ანგარიშის შექმნა. თქვენ თანხმდებით, რომ ხართ პასუხისმგებელი ყველა მოქმედებაზე და ტრანზაქციებზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ან თქვენი ანგარიშის გამოყენებით და რომ მიიღებთ ყველა ზომას, რათა თქვენი პაროლი და სხვა ანგარიშის პარამეტრები იყოს დაცული;
2.3. თქვენ ასევე თანხმდებით, რომ სერვისებთან წვდომისას ან გამოყენებისას იმოქმედებთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
2.4. პატივისცემით მოეპყროთ მათ, ვისთან შეხებაც გექნებათ მომსახურებით სარგებლობისას, მათ შორის ადმინისტრატორს, კურიერს და Miobius-ის სხვა დამხმარე პირ(ებ)ს;
2.5. Miobius იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, მისი შეხედულებისამებრ, უარი თქვას შეკვეთაზე ან გააუქმოს იგი, ასევე უარი თქვას პროდუქციის ნაწილობრივ ან სრულ მიწოდებაზე.
2.6. იმ შემთხვევაში თუ თქვენ Miobius-ს აწვდით მოსაზრებებს ან შენიშვნებს სერვისებთან დაკავშირებით, თქვენ ანიჭებთ Miobius-ს უფლებას გამოიყენოს მოსაზრებები, შენიშვნები ან კომენტარები ნებისმიერი მიზნისათვის შეზღუდვის ან ანაზღაურების გარეშე, Miobius-ის მიერ მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ფუნქციების დანერგვის მიზნით;
2.7. Miobius უფლებამოსილია განახორციელოს ახალი ფუნქციების დანერგვა, არსებული ფუნქციების შეცვლა/ამოღება, ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე.
3. ჩვენთან კომუნიკაცია
3.1. Miobius-ის მომხმარებლის ანგარიშის შექმნით, თქვენ უფლებას აძლევთ Miobius-ს დაგეკონტაქტოთ: ელ.ფოსტით, სმს ტექსტური შეტყობინებით და განხორციელებული ზარების მეშვეობით, თქვენს მიერ, Miobius-ის სისტემაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
3.2.იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მიიღოთ სარეკლამო წერილები, ტექსტური შეტყობინებები ან სხვა განახლებული ინფორმაცია, შესაძლებლობა გეძლევათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებაზე.
4. Miobius-ის მიტანის სერვისი
4.1. Miobius ახორციელებს საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიწოდების სერვისს, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ აწვდის მომხმარებელს მის მიერ სისტემაში შეძენილ სასურველ პროდუქტს;
4.2. Miobius არ განსაზღვრავს შეკვეთის მინიმალურ ღირებულებას;
4.3. შეკვეთის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის განთავსებიდან იმავე დღეს, თუკი შეკვეთა შეკვეთის დღეს 15:00_მდე განთავსდა საიტზე. 15:00_ის შემდეგ განთავსებული შეკვეთის მიწოდება მოხდება მომდევნო დღეს.
4.4.დათქმულ დროში შეკვეთის ადგილზე მიტანა შესაძლებელია ვერ განხორციელდეს ქვემოთგანსაზღვრული პირობების დადგომისას:
4.4.1. უამინდობის, საგზაო მოძრაობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში;
4.4.2. დიდი მოცულობის შეკვეთის შემთხვევაში.
4.5. მომხმარებელი ვალდებულია:
4.5.1. შეკვეთის ჩაბარების დროს შეამოწმოს შეკვეთა და წუნის აღმოჩენის შემთხვევაში არ ჩაიბაროს იგი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვას Miobius-ის კურიერის წინაშე ან/და დაუკავშირდეს Miobius-ის ოფისს;
4.6.მომხმარებლის მიერ შეკვეთის ჩაბარება გულისხმობს, რომ იგი ეთანხმება პროდუქციის ხარისხს და მას არ გააჩნია პრეტენზია შეკვეთაზე. შესაბამისად Miobius იხსნის ვალდებულებას პროდუქტთან დაკავშირებულ წუნსა თუ ხარვეზზე;
4.7. იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირული დათვალიერებისას მომხმარებელმა ვერ შეამჩნია შეკვეთაზე არსებული წუნი, ხოლო პროდუქტის გახნის შემდეგ იგი აღმოჩნდება გამოუყენებადი მოხმარების მიზნებისათვის (დაზიანებული, არავარგისი), Miobius უკან დაიბრუნებს ასეთ პროდუქტს ან განახორციელებს მისი ანალოგიური პროდუქტით ჩანაცვლებას;
4.8. Miobius ვალდებულია დროულად ჩააყენოს მომხმარებელი საქმის კურსში:
4.8.1. შეკვეთის დროს შესაძლოა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის სახეობა ან/და რაოდენობა არ იყოს მარაგში. ასეთ დროს, Miobius ვალდებულია მოხმარებელს შესთავაზოს ჩანაცვლება სხვა პროდუქტ(ებ)ით ან ამოიღოს აღნიშნული პროდუქტ(ებ)ი შეკვეთიდან და მომხმარებელს უკან დაუბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
4.8.2. წინამდებარე მუხლის 4.8.1. პუნქტით დამდგარი შემთხვევის დროს მომხმარებელს უფლება აქვს მთლიანად გააუქმოს შეკვეთა და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრული ოდენობით უკან დაბრუნება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
4.9. Miobius მიერ ინფორმაციის განახლება პროდუქციის ფასებზე, წონასა და მარაგებზე ხორციელდება დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. შესაბამისად, მომხმარებლის მიერ შეკვეთისათვის გადახდილი თანხა ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული შეკვეთისათვის. პროდუქციის შეძენის შემდგომ ფასის ცვლილების შემთხვევაში, შემძენს გადახდილ თანხასა და ახალ ფასს შორის სხვაობა არ უნაზღაურდება.
5. არასტანდარტული შეკვეთები
5.1.არასტანდარტულ შეკვეთად განისაზღვრება რეპროდუქციის შეკვეთები ან ისეთი ინდივიდუალური თუ კორპორატიული შეკვეთები, რომლის ერთჯერადად შეკვეთის ღირებულება აღემატება 300 (სამასი) ლარს. ასეთ შემთხვევაში, მომსახურეობის ღირებულება იზრდება 3 (სამი) ლარის ოდენობით. ასეთ დროს, Miobius ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს, მიწოდების ღირებულების ცვლილების შესახებ.
6. სერვისის გამოყენების გაუქმება/შეწყვეტა
6.1. თქვენ შეგიძლიათ შეწყვითოთ სისტემის გამოყენება ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
6.2. თავის მხრივ, Miobius უფლებას იტოვებს სისტემასთან წვდომა შეგიწყვიტოთ თქვენ ან ნებისმიერ სხვა მომხმარებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
7. მარეგულირებელი ნორმები
7.1. მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის არსებობის შემთხვევაში ორივე მხარე ეცდება პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. აღნიშნული პირობები შეიძლება შეიცვალოს ან განხორციელდეს მასში დებულებების დამატება, რომელიც წარმოადგენს სრული შეთანხმების ნაწილს თქვენსა და Miobius-ის შორის.
8.2. თუ ამ პირობებში არსებული ნებისმიერი დებულება აღმოჩნდება არარელევანტური სასამართლოსთვის, ეს დებულებები გავრცელდება მხოლოდ მინიმალური სტანდარტით, ხოლო სარწმუნო და კანონიერი ძალის მქონე დებულებები ძალაში დარჩება სრული მოცულობითა და მნიშნელობით.
9. ცვლილებები პირობებში
9.1. არსებულ პირობებში ნებისმიერი სახის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ წესებსა და პირობებს ჩვენს ელ. ვებ-გვერზე;
9.2. განსაკუთრებული ინტერესისა და მნიშვნელობის მქონე ცვლილებების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული დამატებით გეცნობებათ სისტემაში თქვენთვის მოწოდებული შეტყობინების გზით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
9.3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახლებულ წესებსა და პირობებს არ დაეთანხმებით, საშუალება გეძლევათ შეწყვიტოთ სისტემის გამოყენება.
10. საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების გამოყენება
10.1. Miobius პატივს სცემს და იცავს სხვის საავტორო და მომიჯნავე უფლებებსა და სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს, “სასაქონლო ნიშნების” შესახებ საქართველოს კანონისა და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
10.2. Miobius რეაგირებას მოახდენს ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ნებისმიერი სახის დარღვევის ყველა შესაძლო შეტყობინებაზე და უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ნებისმიერი ურთიერთობა მომხმარებლთან, მათ შორის განახორციელოს სისტემაში დამრღვევი მხარის პირადი ანგარიშის გაუქმება.
10.3. Miobius-ზე გამოქვეყენებულ ყველა ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე განსაკუთრებული საავტორო უფლებები ეკუთვნის შპს მიობიუსს. ფოტოგრაფიული ნაწარმოებების ყოველი ფორმით გამოყენებისას უნდა მიმართოთ Miobius-ის ადმინისტრაციას და მიიღოთ სათანადო ლიცენზია მათ გამოყენებაზე.
> წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული, სხვისი საავტორო და მომიჯნავე უფლებისა და სასაქონლო ნიშნების არასამართლებრივად გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტის ამსახველი ქმედების შეტყობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩვენი სიტემის მეშვეობით მოგვაწოდოთ შესაბამისი დეტალური ინფორმაცია.
11. საკონტაქტო ინფორმაცია
11.1. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ კითხვები ან შენიშნვენი წესებსა და პირობებთან მიმართებაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: